მოგესალმებით ჩვენს ვებ მისამართზე GeoPC.ucoz.com-ზე ვეძებთ ადმინისტრატორს დაინტერესებულმა პირებმა მოგვძებნეთ https://www.facebook.com/AnoNyMous.haCker.750
მთავარი » 2014 » ივლისი » 24 » კომპიუტერული სიახლეები: Dell Studio XPS 9100
2:28 PM
კომპიუტერული სიახლეები: Dell Studio XPS 9100

 

აღწერა:უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში Dell AMD პროცესორის მქონე გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად უშვებს. მაგალითისათვის, მაისში მან მაღალმწარმოებლური სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების Studio XPS 7100 ხაზი წარმოადგინა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ AMD ჩიპებითაა აგებული, მათ შორის 6-ბირთვიანებზეც. თუმცა, ამ დღეებში მან სამაგიდო პროდუქტების სხვა სერია განაახლა ფლაგმანური პროცესორის Intel Core i7-980X @3,33 გჰც მხარდაჭერით. ხაზი Studio XPS 9100 გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი და იგივე პორტები და მახასიათებლები გააჩნია, მაგრამ კომპიუტერები 525 ვატიანი კვების ბლოკით არიან აღჭურვილნი, რომელიც საკმარისია მძლავრი ორჩიპიანი გამაძლიერებლის Radeon HD 5970 2 გბ და Intel-ის ფლაგმანი პროცესორის დასაყენებლად. ამასთან, DDR3 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლებელია 24 გბ-მდე გაიზარდოს

ნანახია: 766 | დაამატა: Skill | ტეგები: Dell Studio XPS 9100 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar